9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში - არც ახალი ამბების გამოშვებებში, არც გადაცემებსა და თოქ-შოუებში - მომხდარი არ შეიმჩნიეს. BBC-ის რუსულმა სამსახურმა მოამზადა მასალა, სადაც მიმოხილულია რუსული არხების რეაქცია ჯარების გაყვანაზე.
საღამოს ძირითად გამოშვებებში არ ყოფილა კომენტარები ან ანალიზი - არხებმა ძირითადად აჩვენეს უკრაინაში ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების სრული ვიდეო.
სუროვიკინმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ, "სპეცოპერაციის" რაიონში ვითარება მთლიანობაში "დასტაბილურებულია", რუსული დაჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობები თითქოს გაზრდილია მობილიზებულებისა და მოხალისეების ხარჯზე, ცალკეული მიმართულებებით კი შეტევები განახლებულია, მეორე მხრივ კი, ყველაზე მიზანშეწონილი ვარიანტია თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის ბარიერის ხაზის გასწვრივ, შემოთავაზებულია თავდაცვის აღება მარცხენა სანაპიროზე და ჯარების დაჯგუფების შენარჩუნება მარჯვენა სანაპიროზე უშედეგოა.
საინფორმაციო სიუჟეტების სათავეში ყურადღება გამახვილდა სიცოცხლის გადარჩენაზე. "როსია 1-ზე" სიუჟეტის დაწყების წინ წამყვანმა წაიკითხა ტექსტი: "გაერთიანებული არმიის სარდალმა სერგეი სუროვიკინმა სერგეი შოიგუს სარდლობის პუნქტში შეხვედრის დროს სპეციალური სამხედრო ოპერაციის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მოახსენა. ოპერაციის დაგეგმვისას, ჩვენი სამხედროები აკეთებენ ყველაფერს, რათა შეინარჩუნონ რუსი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლე. თავდაცვის მინისტრმა ცალკე გამოყო, რომ კონტაქტის ხაზზე მობილიზებულთაგან მხოლოდ ყველაზე გაწვრთნილი მებრძოლები უნდა გაიგზავნონ"
"პირველ არხზე" მომხდარს "ხერსონის რაიონში ჯარების გადაჯგუფება" უწოდეს.
NTV-ზე წამყვანმა განაცხადა "ხერსონის რაიონში საგანგაშო სიტუაციის შესახებ", რომელიც "სწრაფ და რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, კერძოდ, რუსული დანაყოფების გადასროლას".
ანალოგიური სიტყვები ისმოდა თოქ-შოუებში. "ნაციონალური თავდაცვის" მთავარმა რედაქტორმა, იგორ კოროტჩენკომ გადაცემა "60 წუთში" ხერსონის დატოვებას "რთული გადაწყვეტილება" უწოდა.
"სუროვიკინმა აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მან დაჯგუფების ხელმძღვანელობა აიღო, ალბათ, იმის გათვლა, რომ ის შეცვლიდა რაღაც მომენტებს, რომლებიც მის დანიშვნამდე იყო, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც რუსული არმიის მიმართულებით ქვას ისვრის, მოღალატეა", - თქვა კოროტჩენკომ. მან დაამატა, რომ კვლავ დარწმუნებული რუსეთი გამარჯვებაში, თუმცაღა "ეს არ იქნება მარტივი".
გადაცემის წამყვანმა ოლგა სკაბაევამ უკან დახევას "გეგმური" უწოდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სკაბაევას თქმით, სუროვიკინმა "მაშინვე თქვა, რომ სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია, ალბათ, ეს გამოწვეულია გაზაფხულის კამპანიის დროს, ალბათ, არც ისე წარმატებული მოქმედებებით".
გადაწყვეტილება ადვილი არ არის, მაგრამ ეს მიიღეს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად“, - იმეორებდა წამყვანი.
მათ, ვინც ახლა ომის მომხრეებს შორისაა, შოიგუსა და სუროვიკინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დაწერა, რომ "ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ, გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი ხმამაღალი განცხადებებისთვის უაზრო მსხვერპლსა და ჯარისკაცების ფასდაუდებელი სიცოცხლის გადარჩენას შორის".
გარდა ამისა, მან მოუწოდა, არ თქვა "ხერსონის ჩაბარება".
"სუროვიკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არაა მარტივი, მაგრამ ის მოიქცა როგორ კაცი, რომელსაც არ ეშინია პასუხისმგებლობის. ეს გააკეთა ორგანიზებულად, შიშის გარეშე, სრული პასუხისმგებლობის აღებით გადაწყვეტილების მიღებაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯარების გაყვანის ოპერაცია ყოველთვის უკიდურესად რთულია. მტერთან ზურგშექცევით, პოზიციების დატოვება შეუძლებელია", - თქვა "ჩვკ ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა.
მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა, რომ ხერსონთან რუსი სამხედროები "რისკის ქვეშ იყვნენ", ამიტომაც დღევანდელი მანევრის მიზანია მოსახლეობის დაცვა პირადი შემადგენლობის მაქსიმალური შენარჩუნებით".
ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე თავშეკავებულია უკრაინის ხელისუფლება. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი რუსების დახევას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისივე თქმით, შეტევითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით გრძელდება.